ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროცესში


შეფასების სქემა
შეფასების დონეები
კრიტერიუმები
1-34-56-78-9-10
მოსწავლე აღწერსგამოსახულების მიღებას პრიზმაში.მოსწავლეს აქვს წარმოდგენა, მაგრამ ვერ აღწერსგამოსახულების მიღებას პრიზმაშიმოსწავლენაწილობრივ აღწერსგამოსახულების მიღებას პრიზმაშიმოსწავლე კარგად აღწერსგამოსახულების მიღებას პრიზმაშიმოსწავლე ძალიან კარგად აღწერსგამოსახულების მიღებას პრიზმაში
მოსწავლეგანიხილავს და არკვევს რაზეა დამოკიდებული გარდატეხის მაჩვენებელი.მოსწავლეს აქვს წარმოდგენა, მაგრამ ვერ  განიხილავს და არკვევს რაზეა დამოკიდებული გარდატეხის მაჩვენებელი.მოსწავლენაწილობრივ განიხილავს და არკვევს რაზეა დამოკიდებული გარდატეხის მაჩვენებელი.მოსწავლე კარგად განიხილავს და არკვევს რაზეა დამოკიდებული გარდატეხის მაჩვენებელი.მოსწავლე ძალიან კარგად განიხილავს და არკვევს რაზეა დამოკიდებული გარდატეხის მაჩვენებელი.
მოსწავლე ადგენსმიზეზ-შედეგობრივ კავშირს.მოსწავლეს აქვს წარმოდგენა, მაგრამ ვერ  ადგენს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს.მოსწავლენაწილობრივ ადგენსმიზეზ-შედეგობრივ კავშირს.მოსწავლე კარგად ადგენს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს.მოსწავლე ძალიან კარგად
ადგენს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს.
მოსწავლეადეკვატურად იყენებს ცნებებს, კანონებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად.მოსწავლეს აქვს წარმოდგენა,მაგრამ ადეკვატურად ვერ იყენებს ცნებებს, კანონებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად.მოსწავლენაწილობრივ იყენებს ადეკვატურად ნებებს, კანონებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად.მოსწავლე კარგად იყენებსადეკვატურადცნებებს, კანონებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად.მოსწავლე ძალიან კარგად  იყენებს ადეკვატურად იყენებს ცნებებს, კანონებს და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად.
მოსწავლეს მოჰყავს სპექტრის გამოყენების მაგალითები მაგალითებიმოსწავლეს აქვს წარმოდგენა, მაგრამ ვერ  მოჰყავს სპექტრის გამოყენების მაგალითები მაგალითებიმოსწავლესნაწილობრივ მოჰყავს სპექტრის გამოყენების მაგალითები მაგალითებიმოსწავლეს კარგად მოჰყავს სპექტრის გამოყენების მაგალითები მაგალითებიმოსწავლეს ძალიან კარგად  მოჰყავსსპექტრის გამოყენების მაგალითები მაგალითები

by natametrevelioneli — უკანასკნელი ცვლილება 2014-10-19 13:58Share
გაკვეთილის გეგმასინათლის დისპერსია

რა არის ოპტიკა? როგორ წარმოიქმნება ცისარტყელა?შესაძლებელია თუ არახელოვნურად შევქმნად  ცისარტყელას ეფექტი?
სასწავლო დისციპლინაფიზიკა
სწავლების საფეხურისაბაზო საფეხური,მე-9კლასი.
მოსწავლეთა პროფილი27 მოსწავლე.
კლასში არ არის სასწავლო პროგრამაში ჩამორჩენილი მოსწავლე.
გაკვთილის მნიშვნელობა /აქტუალობაგაკვეთილზე მოსწავლეები გაეცნობიან და გააანალიზებენ სხივთა სვლას სხვადასხვა ოპტიკურ სისტემაში; ნიუტონის ცდის დახმარბით მოსწავლეეები მარტივად დაინახავენ, როგორ იშლება თეთრი სინათლე ფერებად. საკითხის გააანალიზერბაში მოსწავლეებს დაეხმარება შესწავლილი მასალა-„ არეკვლის და გარდატეხის კანონები“; ახალი თემის სათანადო შესწავლის შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ გაიაზრონ ლინზის, როგორც ოპტიკური ხელსაწყოს მუშაობის პრინციპი.
გაკვეთილის მიზნები და შედეგებიმოსწავლეები შეისწავლიან:
ü  როგორ იშლება თეთრი სინათლე ფერებად;
ü  როგორ წარმოიქმნება სხვადასხვა ფერის სინათლე;
ü  როგორ არის დამოკიდებული თეთრი სინათლის ფერებად დაშლა გარდამტეხ კუთხეზე;
ü  რას ეწოდება დისპერსია;
ü  რა არის სპექტრი.

მოსწავლეებს განუვითარდებათ, ექსპერიმენტზე დაკვირვების, კვლევის, ანალიზისა და სინთეზის უნარები.

ფიზ.IX.8. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ოპტიკის ძირიტადი პრინციპების ანალიზი.
·         განიხილავს სინათლის გარდატეხის მაჩვენებლის სინათლის ფერზე დამოკიდებულებას.
·         ადგენს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს.
·         ადეკვატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს.
·         მოჰყავს სპექტრის გამოყენების მაგალითები ყოფა-ცხოვრებაში.

წინასწარი ცოდნამოსწავლეებმა უნდა იცოდნენ არეკვლისა და გარდატეხის კანონები, შესაბამისი ფორმულების გამოყენება.
შეფასების საგანი და პროცედურებიმოსწავლეებმა უნდა შეძლონ  ცდის პროცესის აღწერა და ანალიზი; სხივის გარდატეხის მაჩვენებლის გამოთვლა;დისპერსიის როგორც მოვლენის გააზრება;
კითხვა-პასუხი; წერითი დავალება; ზეპირი პრეზენტაცია.
გამოვიყენებ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შფასებას ჯგუფური და ინდივიდუალური მუსაობისათვის

მოსწავლეთა ნამუშევრები შეფასდება წინასწარ შემუშავებული რიბრიკის საშუალებით.
რუბრიკის კომპონენტებია:
1.      პრიზმასი გამოსახულების მიღების აღწერა.
2.      სხვადასხვა ოპტიკურ სისტემაში სხივთა სვლის განხილვა.
3.      მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა.
4.      ცნებების, კანონების და ფორმულების ადეკვატური გამოყენება.
5.      სპექტრის მაგალითების მოყვანა ყოფა-ცხოვრებაში.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსებისასწავლო მასალა: მე-9 კლასის სახელმძღვანელო. ავტორი - გიორგი გედენიძე.
ტექნიკური რესურსები: კომპიუტერი, ეკრანი, ინტერნეტრესურსი -http://www.slideboom.com/presentinations/655943/Presentination1
გაკვეტილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი/.საორგანიზაციო საკითხები - 3 წუთი.

I - ფაზა (გამოწვევა - 10 წუთი)

მოსწავლეებს დავუსვამ კიტხვებს: იცით თუ არა -
Ø  რა არის ოპტიკა?
Ø  როგორბ წარმოიქმნება ცისარტყელა?
Ø  შესაძლებელია თუ არა ხელოვნურად შევქმნათ ცისარტყელას ეფექტი?

აღნიშნული კითხვები მოსწავლეებს დაეხმარება  საგაკვეთილო თემისადმი ყურადგების კონცენტრირებაში,  გაუღვივდებათ ინტერესი შესწავლილი საკითხისადმი. მოსწავლეები გაიხსენებენ არეკვლისა და გარდატხის კანონებს, სხივთა სვლას გარდატეხის გარემოში.

II ფაზა (შინაარსის რეალიზება - 27 წუთი)

გამოწვევის ფაზის დისკუსიის შეჯამების შემდეგ მოსწავლეებს ვაჩვენებ ინტერნეტში მოძიებულ მასალას დისპერსიის შესახებ (თემატური პრეზენტაცია).  პრეზენტაციის მსვლელონისას მოსწავლეებთან ერთად განვიხილავ შესასწავლ საკითხს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად და ვავალებ წინასწარ მომზადებული ნახაზის გარჩევას.


 პირველი ჯგუფი გაარჩევს და წარმოადგენს პასუხებს შემდეგ კითხვებზე:

1.      რა ხდება CD სხივის AO წახნაგზე დაცემისას?
2.      რომელი გარემოდან რომელ გარემოში გადადის სხივი?
3.      რომელი გარემოა ოპტიკურად უფრო მკვრივი?

მეორე ჯგუფი:

1.      რომელი კანონია გამოყენებული სხივის შემდგომი სვლის დასადგენად?
2.      საით არის დახრილი DM სხივი? ახსენიტ რატომ?
3.     
მესამე ჯგუფი:

1.      რა ხდება DM სხივის OB წახნაგზე დაცემისას?
2.      რომელი გარემოდან რომელ გარემოში გადადის DM სხივი?
3.      საით არის MN სხივი დახრილი? ახსენით რატომ?
მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციებს განხილულ საკითხებტან დაკავშირებით.

III  ფაზა(რეფლექსია-5)
 გაკვეტილის შეჯამებისთვის გამოვიყენებ სტრატეგიას 3-2-1. აღნიშნული სტრატეგია დამეხმარება  შედეგის შეფასებასა და მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვაში.

Georgian
Creative Commons License

Комментариев нет:

Отправить комментарий