გაკვეთილის გეგმა
by natametrevelioneli — უკანასკნელი ცვლილება 2014-10-19 13:58Share
გაკვეთილის გეგმა | სინათლის დისპერსია რა არის ოპტიკა? როგორ წარმოიქმნება ცისარტყელა?შესაძლებელია თუ არახელოვნურად შევქმნად ცისარტყელას ეფექტი? |
სასწავლო დისციპლინა | ფიზიკა |
სწავლების საფეხური | საბაზო საფეხური,მე-9კლასი. |
მოსწავლეთა პროფილი | 27 მოსწავლე. კლასში არ არის სასწავლო პროგრამაში ჩამორჩენილი მოსწავლე. |
გაკვთილის მნიშვნელობა /აქტუალობა | გაკვეთილზე მოსწავლეები გაეცნობიან და გააანალიზებენ სხივთა სვლას სხვადასხვა ოპტიკურ სისტემაში; ნიუტონის ცდის დახმარბით მოსწავლეეები მარტივად დაინახავენ, როგორ იშლება თეთრი სინათლე ფერებად. საკითხის გააანალიზერბაში მოსწავლეებს დაეხმარება შესწავლილი მასალა-„ არეკვლის და გარდატეხის კანონები“; ახალი თემის სათანადო შესწავლის შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ გაიაზრონ ლინზის, როგორც ოპტიკური ხელსაწყოს მუშაობის პრინციპი. |
გაკვეთილის მიზნები და შედეგები | მოსწავლეები შეისწავლიან: ü როგორ იშლება თეთრი სინათლე ფერებად; ü როგორ წარმოიქმნება სხვადასხვა ფერის სინათლე; ü როგორ არის დამოკიდებული თეთრი სინათლის ფერებად დაშლა გარდამტეხ კუთხეზე; ü რას ეწოდება დისპერსია; ü რა არის სპექტრი. მოსწავლეებს განუვითარდებათ, ექსპერიმენტზე დაკვირვების, კვლევის, ანალიზისა და სინთეზის უნარები. ფიზ.IX.8. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ოპტიკის ძირიტადი პრინციპების ანალიზი. · განიხილავს სინათლის გარდატეხის მაჩვენებლის სინათლის ფერზე დამოკიდებულებას. · ადგენს მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. · ადეკვატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებს და ფორმულებს. · მოჰყავს სპექტრის გამოყენების მაგალითები ყოფა-ცხოვრებაში. |
წინასწარი ცოდნა | მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ არეკვლისა და გარდატეხის კანონები, შესაბამისი ფორმულების გამოყენება. |
შეფასების საგანი და პროცედურები | მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ცდის პროცესის აღწერა და ანალიზი; სხივის გარდატეხის მაჩვენებლის გამოთვლა;დისპერსიის როგორც მოვლენის გააზრება; კითხვა-პასუხი; წერითი დავალება; ზეპირი პრეზენტაცია. გამოვიყენებ განმსაზღვრელი და განმავითარებელი შფასებას ჯგუფური და ინდივიდუალური მუსაობისათვის მოსწავლეთა ნამუშევრები შეფასდება წინასწარ შემუშავებული რიბრიკის საშუალებით. რუბრიკის კომპონენტებია: 1. პრიზმასი გამოსახულების მიღების აღწერა. 2. სხვადასხვა ოპტიკურ სისტემაში სხივთა სვლის განხილვა. 3. მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა. 4. ცნებების, კანონების და ფორმულების ადეკვატური გამოყენება. 5. სპექტრის მაგალითების მოყვანა ყოფა-ცხოვრებაში. |
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები | სასწავლო მასალა: მე-9 კლასის სახელმძღვანელო. ავტორი - გიორგი გედენიძე. ტექნიკური რესურსები: კომპიუტერი, ეკრანი, ინტერნეტრესურსი -http://www.slideboom.com/presentinations/655943/Presentination1 |
გაკვეტილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი/. | საორგანიზაციო საკითხები - 3 წუთი. I - ფაზა (გამოწვევა - 10 წუთი) მოსწავლეებს დავუსვამ კიტხვებს: იცით თუ არა - Ø რა არის ოპტიკა? Ø როგორბ წარმოიქმნება ცისარტყელა? Ø შესაძლებელია თუ არა ხელოვნურად შევქმნათ ცისარტყელას ეფექტი? აღნიშნული კითხვები მოსწავლეებს დაეხმარება საგაკვეთილო თემისადმი ყურადგების კონცენტრირებაში, გაუღვივდებათ ინტერესი შესწავლილი საკითხისადმი. მოსწავლეები გაიხსენებენ არეკვლისა და გარდატხის კანონებს, სხივთა სვლას გარდატეხის გარემოში. II ფაზა (შინაარსის რეალიზება - 27 წუთი) გამოწვევის ფაზის დისკუსიის შეჯამების შემდეგ მოსწავლეებს ვაჩვენებ ინტერნეტში მოძიებულ მასალას დისპერსიის შესახებ (თემატური პრეზენტაცია). პრეზენტაციის მსვლელონისას მოსწავლეებთან ერთად განვიხილავ შესასწავლ საკითხს. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ვყოფ ჯგუფებად და ვავალებ წინასწარ მომზადებული ნახაზის გარჩევას. პირველი ჯგუფი გაარჩევს და წარმოადგენს პასუხებს შემდეგ კითხვებზე: 1. რა ხდება CD სხივის AO წახნაგზე დაცემისას? 2. რომელი გარემოდან რომელ გარემოში გადადის სხივი? 3. რომელი გარემოა ოპტიკურად უფრო მკვრივი? მეორე ჯგუფი: 1. რომელი კანონია გამოყენებული სხივის შემდგომი სვლის დასადგენად? 2. საით არის დახრილი DM სხივი? ახსენიტ რატომ? 3. მესამე ჯგუფი: 1. რა ხდება DM სხივის OB წახნაგზე დაცემისას? 2. რომელი გარემოდან რომელ გარემოში გადადის DM სხივი? 3. საით არის MN სხივი დახრილი? ახსენით რატომ? მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციებს განხილულ საკითხებტან დაკავშირებით. III ფაზა(რეფლექსია-5) გაკვეტილის შეჯამებისთვის გამოვიყენებ სტრატეგიას 3-2-1. აღნიშნული სტრატეგია დამეხმარება შედეგის შეფასებასა და მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვაში. |
Georgian
Комментариев нет:
Отправить комментарий